საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება
12 სექტემბერი 2012
სტუდენტები, რომლებიც 2012-2013 და შემდგომი სასწავლო წლებისთვის ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, ჩაირიცხებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვებენ ან/და ნაწილობრივ მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტს და საკუთარი სურვილით აიღებენ ვალდებულებას, რომ თორმეტი თვის ვადით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში (თავდაცვის სამინისტრო), სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით.
