სიახლეები უკან

სტუდენტთა საყურადღებოდ! 29.06.2021

29 ივნისი 2021

206205298_4732477093429507_2650557372684577777_n.png

ℹ სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი (Istanbul Technical University), ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, აცხადებს 2021 წლის შემოდგომის სემესტრში Erasmus+ ICM-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას. ✅ Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად. ? სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოცხადებული მობილობის დეტალები: ➡ აკადემიური საფეხური - ბაკალავრიატი; ➡ მობილობის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი; ➡ პროგრამის დასახელება: საზღვაო ნავიგაცია; გემის მექანიკა; ➡ სწავლების ენა - ინგლისური; ‼ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე: ⭕ მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი; ⭕ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (გადადით ბმულზე:https://cutt.ly/QmyJHAi); ⭕ CV მოცემულ ფორმატში: EUROPASS CV (გადადით ბმულზე: https://cutt.ly/1myGmS6); ⭕ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78); არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტს, რომელსაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში და არა აქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მოეთხოვება ჩააბაროს ბნსუ-ს ინგლისური ენის შიდა ინსტიტუციონალური გამოცდა; ⭕ ნიშნების ფურცელი; ⭕ 1 სამოტივაციო წერილი; ⭕ 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი/პროგრამის ხელმძღვანელი/ლექტორი); ‼ კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლთ შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bntu.edu.ge ❌ კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ: ➖ პირველი კურსის სტუდენტებს; მე-4 კურსის მე-2 სემესტრის სტუდენტებს; ➖ მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ Erasmus+ ICM გრანტი ანალოგიურ საფეხურზე. ❌ არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც: ➖ არ აკმაყოფილებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს; ➖ წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ; ➖წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად; ? შერჩევის პროცედურა: ✅ წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია; ✅ კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ; ✅ შერჩეული კანდიდატების მიერ სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება 16 აგვისტომდე, 2021; ✅ შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ; ✅სტუდენტების საბოლო შერჩევა სტამბოლის ტქენიკური უნივერსიტეტის მიერ; ❓❓ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bntu.edu.ge