სიახლეები უკან

ტრენინგი - ISO 9001:2015

21 მარტი 2016

19 მარტს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ტრენინგ ცენტრში გაიმართა ტრენინგი - ISO 9001:2015 სტანდარტის ცვლილებები და სიახლეები. ტრენინგი ჩაატარა სტანდარტის ერთ-ერთმა თანაავტორმა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტმა - ალექს ეზრახოვიჩმა. ბატონი ალექსი არის ავსტრალიის წარმომადგენელი სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ISO).