სიახლეები უკან

ვიზიტი ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში

7 ოქტომბერი 2019

 vroclavSi_vizizi.jpg

 

მიმდინარე წლის 4-5 ოქტომბერს, ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბნსუ-ს რექტორი ბატონი პარმენ ხვედელიძე და კანცლერი ქალბატონი ლალი ხვედელიძე.

ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთოერთობების დეპარტამენტთან ერთად, ბნსუ-ს წარმომადგენლებს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა უმასპინძლა. ბნსუ-ს რექტორი და კანცლერი დაესწრნენ ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას, რომელზედაც გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ბნსუ-სა და ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. თანაშრომლობის ფარგლებში ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ERASMUS+ ICM პროგრამით და განახორციელონ მობილობა, გაუზიარონ ერთანეთს სწავლა-სწავლების პრაქტიკა და სამუშაო გამოცდილება.