სიახლეები უკან

17 მაისს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

15 მარტი 2019

bvh.jpg

სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში. ღონისძიება მიმდინარე წლის 17 მაისს გაიმართება. მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. მოქმედებს რამდენიმე სექცია: საზღვაო მეცნიერებები, ლოგისტიკა, ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ასევე ბიზნესის ადმინისტრირება. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დარეგისტრირება 21 აპრილამდეა შესაძლებელი.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზებას ყოველწლიურად უწევს.

კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების აბსტრაქტები დაიბეჭდება, ხოლო კონფერენციის დასრულე­ბის შემდეგ ყველა მონაწილეს დაურიგდება სერთიფიკატი;

მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 8-10 წუთი, დებატებისთვის-5 წუთი;

სხვა ქალაქებიდან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული სტუდენტების დაბინა­ვე­ბას უზრუბნელყოფს ბნსუ;

კონფერენციაშიმონაწილეობაუფასოა. სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული;

სრული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: studconference@bntu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ მისამართზე: studconference@bntu.edu.ge

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ და სარეგისტრაციო ფორმა ქართულ და ინგლისურ ენებზე იხილეთ თანდართულ ფაილებში:

საინფორმაციო წერილი სტუდენტური კონფერენცია 

საინფორმაციო წერილი სტუდენტური კონფერენცია (English)

სარეგისტრაციო ფორმა სტუდენტური კონფერენცია

სარეგისტრაციო ფორმა სტუდენტური კონფერენცია (English)