სიახლეები უკან

2026 წლის სამოქმედო გეგმის პირველი კვარტლის ანგარიშის განხილვა

30 აპრილი 2026

2026 წლის 30 აპრილს, ბნუ-ს ხარისხის ურუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, სტრატეგიული განვითარების 2024–2030 წლების გეგმის ფარგლებში 2026 წლის სამოქმედო გეგმის პირველი კვარტლის ანგარიშის განხილვა გაიმართა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შესრულებული აქტივობები, მიღწეული შედეგები და მიმდინარე გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელების პროგრესს, რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და სამომავლო გეგმებს.

განხილვა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები, გაეზიარებინათ მოსაზრებები და ემსჯელათ პროცესის გაუმჯობესების გზებზე.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სტრატეგიული მიზნების შესრულების მონიტორინგს, გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაძლიერებას.