Aiesec საქართველოს წარმომადგენლობის საინფორმაციო შეხვედრა11.04.2021
11 აპრილი 2021


2021 წლის 11 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უივერსიტეტის სტუდენტებისთვის AIESEC საქართველოს წარმომადგენლობამ გამართა საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა AIESEC-ის გაცვლითი პროგრამები და შესაძლებლობები, რომლებსაც ორგანიზაცია ახალგაზრდებს სთავაზობს. მოხალისეობრივი გაცვლითი პროგრამებით დაინტერსებულ სტუდენტებს საშუალება ქონდათ, შეხვედრის ფარგლებში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ.

AIESEC მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა. იგი წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს, რომ წარმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი საზოგადოების განივთარებაში მათი პირადი წვლილის შეტანის მიზნით.

შეხვედრა ონლაინ, Zoom-პლატფორმის მეშვეობით ჩატარდა.

შეხვედრა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.