სიახლეები უკან

BSAMI-ის რექტორთა რიგგარეშე შეხვედრა 21.04.2020

22 აპრილი 2020

93883159_3455909584419604_6329886568500690944_o.jpg

ახალი კორონა ვისრუსის (COVID 19) გამო შემოღებულ ზომებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით, მიმდინარეწლის 21 აპრილს, ჩატარდა BSAMI-ის (საზღვაო უნივერსიტეტების შავი ზღვის ასოციაცია) წევრი უნივერსიტეტების რექტორების ონლაინ-შეხვედრა; შეხვედრა ჩატარდა შექმნილ მდგომარებაში სწავლა-სწავლების პროცესების შესაფასებლად და განსახორციელებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით.

BSAMI-ის ონლაინ-შეხვედრა პირი რეისის უნივერსიტეტის (PRU) მიერ იყო ორგანიზებული და ჩატარდა უნივერსიტეტის ონლაინ სასწავლო პლათფორმის (MS Teams) გამოყენებით. შეხვედრაში მონაწილეობდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, პროფესორი პარმენ ხვედელიძე.
შეხვედრას უძღვებოდა BSAMI-ის თავმჯდომარე - პროფესორი დოქტორი ორალ ერდოღანი, პირი რეისის უნივერსიტეტის რექტორი და ესწრებოდნენ შავი ზღვის 6 ქვეყნის საზღვაო უნივერსიტეტების რექტორები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ BSAMI-ის ყველა წევრი განაგრძობს დაგეგმილ სამუშაოებს უნივერსიტეტების ელექტრონული მართვის სისტემებისა და განახლებული ონლაინ-პლატფორმების საშუალებით; უნივერსიტეტებს არ გააჩნია არსებითი ხასიათის პრობლემები თეორიული სასწავლო კურსების განხორციელებისა და ელექტრონული ადმინისტრირების თვალსაზრისით, თუმცა, ყველასათვის აქტუალური რჩება პრაქტიკული სასწავლო კომპონენტის განხორცილებასთან დაკავშირებული სირთულეები.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს და ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

https://www.pirireis.edu.tr/bsami-extraordinary-pandemi-meeting?fbclid=IwAR2p_qzAij4oUf8FzMc0I3MAvBvGQLJc1dtNBOl0oi11pYP98YQ7q22IQ8I#.Xp8pxf-8OAs.facebook