BSAMI-ისა და MINE-EMI-ის ერთობლივი ონლაინ კონფერენცია 14.05.2020

2020 წლის 14 მაისს მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურის უფროსი გიორგი გაბედავა დაესწრო შავი ზღვის საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციისა (BSAMI) და განათლების საზღვაო ინოვაციური ქსელის - აქტუალური საზღვაო საკითხებისთვის (MINE-EMI) ერთობლივ კონფერენციას.
შეხვედრაზე სხვადასხვა პროექტები და შეთავაზებები განიხილეს. გაიმართა დისკუსია.
ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე აქტივობები. გიორგი გაბედავამ გამოთქვა მზაობა, უნივერსიტეტის სახელით ჩაერთოს განხილულ პროექტებში და შეიტანოს თავისი კონტრიბუცია შეხვედრაზე განხილული პროექტების განხორციელებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან.
შეხვედრა ონლაინ, აპლიკაცია MS TEAMS-ის გამოყენებით ჩატარდა.
