ERASMUS+ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლების ERASMUS + ICM გეგმიური მონიტორინგი 19.06.2020

2020 წლის 19 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა ERASMUS+ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ERASMUS+ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები: პროექტების მენეჯერი თათა ლორთქიფანიძე და ნინო ურუშაძე უნივერსიტეტს, ERASMUS + ICM გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში ეწვივნენ.
სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ბნსუ-ს კანცლერთან, ლალი ხვედელიძესთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან გიორგი გაბედავასთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან ნათია მიქელთაძესთან.
სტუმრები გაეცნენ უნივერსიტეტის მიერ ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში განხოციელებულ საქმიანობას და დაგეგმილ აქტივობებს. ასევე, გაესაუბრნენ აკადემიურ პერსონალს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ICM პროგრამით.
ბნსუ განაგრძობს ევროპელ პარატნიორებთან ერთად ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობასა და სტუდენტთა, აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ხელშეწყობას.

