Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ადმინისტრაციული პერსონალისთვის! გაზაფხული სემესტრი - 2021/2021

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში - "დუბროვნიკის უნივერსიტეტი" 2021/22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.
Erasmus + ისგაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ადმინისტრაციული პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოს ბათუმის ნავიგაციის სასწავლოუ ნივერსიტეტის შტატიანი თანამშრომელი;
უნდა წარმოადგინოს წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან, რომელიც გაუწევს უშუალო მასპინძლობას მობილობის პერიოდში. აღნიშნული მოთხოვნა არშეეხება იმ აპლიკანტებს, რომელთა მიერ შერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტი კონკურსის პერიოდში არ ითხოვს თანხმობის წერილის მოპოვებას;
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამაში, იგივე შინაარსის (იგულისხმება ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა) ახალი განაცხადის შემოტანის მომენტისთვის ბოლოს განხორციელებული მობილობიდან გასული უნდა იყოს 6 თვე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა ადმინისტრაციულმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- EUROPASS CV;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინ. მოთხოვნა B2 დონე) - საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან, ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს დამთავრებული აქვს ინგლისურ ენოვანი პროგრამა;
- ცნობასამუშაოადგილიდან (ინგლისურენაზე);
- მშობლიურ უნივერსიტეტში უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება;
- წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტის რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან (საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა);
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან.
- ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად.
- მობილობის ხანგრძლივობა - 7 დღე.
მნიშვნელოვანია!
განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატია ვტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
აპლიკაციის ვადები:
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2021 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bntu.edu.ge
შენიშვნა:
საინფორმაციო ღონისძიებების განრიგი ERASMUS+ მიმდინარე კონკურსის ფარგლებში გამოქვეყნდება ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ.
