სიახლეები უკან

GIMF2018 ფორუმი

10 სექტემბერი 2018

41382366_508103996267587_2996093212013101056_n.png

დღეს #GIMF2018 ფორუმის პირველი დღეა 

2018 წლის 10-12 სექტემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში იმართება რეგიონული ვორკშოპი ნავსადგურებში გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის შესახებ.
 ვორკშოპი იმართება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოს საშუალებების მიერ დაფინანსებული პროექტის "გლობალური საზღვაო ენერგოეფექტური პარტნიორობის“ ფარგლებში. ღონისძიების მიზანია მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება გემებიდან ჰაერის დაბინძურების პრევენციის საერთაშორისო რეგულირებასთან დაკავშირებით და ნავსადგურში ჰაერის დაბინძურების პრევენციის რენტაბელური ზომების შესახებ. ვორკშოპი განკუთვნილია ნავსადგურის ოპერაციებში ჩართული პირებისთვის და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას საზღვაო ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით. აგრეთვე, ღონისძიების მიზანია აჩვენოს მონაწილეებს თუ რა როლს თამაშობს ნავსადგურის მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურული განვითარება და ლოგისტიკური სისტემა საზღვაო ენერგო ეფექტურობასა და ჰაერის ხარისხში.

 ვორკშოპში მონაწილეობს საზღვაო ადმინისტრაციების, სამინისტროების, ნავსადგურებისა და ტერმინალების წარმომადგენლები.