სიახლეები უკან

III ეროვნულ კონფერენცია „პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლება და შეფასება“ 20.06.2021

20 ივნისი 2021

201927829_4168592566573342_3688670738263574058_n.png

2021 წლის 20 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა და საქართველოს ბიზნეს აკადემიის მოწვეულმა ლექტორმა გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ IIIეროვნულ კონფერენციაში „პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლება და შეფასება“.

კონფერენციის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოხსენება, გიორგის მოხსენებამ გაიამარჯვა ნომინაციაში „ყველაზე მაღალტექნოლოგიური შეფასება“.

ჟიური წევრები იყვნენ:

-         ია ერაძე -  საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი;

-         თამარ ქიტიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

-         თამარ მახარაშვილი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი;

-         კახაბერ ერაძე -სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე;

-         ნანი დალაქიშვილი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

კონფერენციაზე სულ 40-მდე მოხსენება გაკეთდა და მას 100-ზე მეტი მონაწილე ესწრებიდა.