სიახლეები უკან

IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი

14 სექტემბერი 2016

 

 

MEMO0020.JPG

 

დღეს, 2016 წლის 14 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ესტუმრა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერლური მდივანი კიტაკ ლიმი, ასევე, საქართველო ელჩი გაერთიანებულ სამეფოში ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად. საერთაშორისო საზღვაო ორგაიზაციის გენერალური მდივნის სტუმრობა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა საზღვო სასწავლო დაწესებულებისათვის. ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა. კიტაკ ლიმმა დაათვალიერა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გაესაუბრა სტუდენტებსა და ინსტრუქტორ-პედგოგებს. ვიზიტმა თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.