სიახლეები უკან

IV საერთაშორისო სტუდენტური ონლაინ-კონფერენცია 26.05.2020

27 მაისი 2020

100567899_3552474401429788_5852200795465842688_o.png

2020 წლის 27 მაისს გაიმართა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნიევრსიტეტის IV საერთაშორისო სტუდენტური ონლაინ-კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სულ 20-მა უნივერსიტეტმა, მათ შორის 8 ქვეყნის 11-მა უცხოურმა და 9 ქართულმა უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ.
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდაგინეს პოლონეთის (International University of Logistics and Ttansport in Wroclaw, Maritime University of Szczecin), რუმინეთის (Constanta Maritime University, ,,Mircea cel Batran" Naval Academy), მონტენეგროს (University of Montenegro), სამხრეთ აფრიკის (Stellenbosch University), ბულგარეთის (Technical University of Varna), უკრაინის (Admiral Makarov National University of Shipbuilding National University “Odessa Maritime Academy”), თურქეთისა (Ondokuz Mayis University) და ლიტუენიის (University of Klaipeda) უნივერსიტეტების სტუდენტებმა.
საქართველოს კონფერენციაზე წარმოდგენდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თბილისი), საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (თბილისი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (თბილისი), დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის (თბილისი), ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის (ბათუმი), ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი ,,ანრის“ (ბათუმი), აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თელავი) სტუდენტები.
კონფერენციის საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო საბჭომ რომლის შემადგენლობაში იყვნენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიოტეტის რექტორი, პროფესორი პარმენ ხვედელიძე, ვროცლავში ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მარჩინ პავესკა, კლაიპედას უნივერსიტეტის საზღვაო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რიმა მიცკევიჩენე, მონტენეგროს უნივერსიტეტის საზღვაო სწავლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სპირო ივოშევიჩი.
კონფერენციაზე იმუშავა ორმა ინგლისურენოვანმა და ერთმა ქართულენოვანმა სესიამ. 6 საათის მანძილზე მიმდინარე ონლაინ-ფორუმის განმავლობაში მოსმენილ იქნა 54 მოხსენება, რომელთაგან თითოეული გამოირჩეოდა მდიგომის სიღრმით, წარდგენის ეფექტიანობითა და ორიგინალური ხედვით.
The International University of Logistics and Transport in Wrocław
Maritime University of Szczecin - International
Constanta Maritime University in Romania
Academia Navală "Mircea cel Bătrân"
University of Montenegro
Stellenbosch University
Technical University of Varna
Admiral Makarov National University of Shipbuilding
National University - Odessa National Maritime Academy
Ondokuz Mayıs Üniversitesi
University of Klaipėda
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი ბუსსს ანრი