Microsoft Office ინტენსიური კურსი 27.01.2020

„Microsoft Office ინტენსიური კურსი“- ტრენინგი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, 25 იანვარს დაიწყო.
სწავლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით დაიგეგმა და მას ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრება.
ტრენინგს კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ელექტრონული აკადემიის დირექტორი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული და უმაღლესი განათლების პროგრამების ექსპერტი, Microsoft Office-ის ტრენერი გიორგი დათუკიშვილი უძღვება.
ტრენინგზე მსმენელები რამდენიმე საკითხს გადიან:
MS Word;
MS Power Point;
MS Excel;
სწავლება 2 ეტაპად მიმდინარეობს და ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

