სიახლეები უკან

Online განათლების ფორუმი „სწორი არჩევანი“ 07.02.2021

8 თებერვალი 2021

147512170_4311137452230142_8911613507187356708_o.png

? 2⃣0⃣2⃣1⃣ წლის 5⃣-7⃣ თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ONLINE განათლების ფორუმში „#სწორიარჩევანი“, რომელიც „კარიერული განვითარების ცენტრის“ მიერ იყო ორგანიზებული. ? ფორუმზე ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შესახებ მოხსენება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნათია მიქელთაძემ გააკეთა. ? ფორუმის I დღეს, რომელიც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს დაეთმო, მოხდა ბნსუ-ს უმაღლესი სასწავლო პროგრამების გაცნობა დამსწრე აუდიტორიისათვის; ? ფორუმის II დღე პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებს დაეთმო და მიზნობრივ აუდიტორიასთან წარდგენილ იქნა ინფორმაცია ბნსუ-ს პროფესიული პროგრამების შესახებ. ? ფორუმის მიზანი იყო: ✳ ახალგაზრდებისთვის და დაინტერესებულ პირებსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია განათლების მიმართულებით არსებული შეაძლებლობებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ; ✳ განათლების უწყვეტობის ხელშეწყობა; ✳ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობის წახალისება განსაკუთრებით პანდემიის დროს; ? ფორუმის კომუნიკაციის პროცესში ჩართული იყვნენ: ? წამყვანი მედიის წარმომადგენლები; ? ბლოგერები; ? სკოლები; ? ფორუმში ჩართული სასწავლებლები; ? ფორუმი განხორციელდა ZOOM პლატფორმის გამოყენებით. ამავდროულად ფორუმით დაინტერესებული პირები გაერთიანდა FaceBook ჯგუფში, სადაც ასევე LIVE რეჟიმის ტრანსლაცია იყო უზრუნველყოფილი.