სიახლეები უკან

აჭარის თასი საპლაჟო ფეხბურთში

23 ივნისი 2015

2015 წლის 9-13 ივნისს, ბათუმში, გაიმართა აჭარის თასის გათამაშება საპლაჟო ფეხბურთში უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ფეხბურთის მოყვარულთა კლუბის გუნდმა გათამაშებაში მესამე ადგილი მოიპოვა. აჭარის ფუტზალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა გამარჯვებულ სამეულს სიგელები და თასები. ვულოცავთ ბნსუ-ს გუნდს მორიგი საპატიო ადგილის მოპოვებას სტუდენტურ ასპარეზობაში.