სიახლეები უკან

აკადემიური და ფაკულტეტის საბჭოების ურთიერთკავშირის შესახებ ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა

10 ივლისი 2025

2025 წლის 10 ივლისს, ბნუ-ში ჩატარდა ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და პერსონალისთვის, რომელიც მიეძღვნა აკადემიურ და ფაკულტეტის საბჭოებს შორის ურთიერთკავშირების განმარტებას.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საბჭოების ფუნქციური განსხვავებები და მათი თანამშრომლობის მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია განახლებული მარეგულირებელი დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეხვედრა მიზნად ისახავდა კომუნიკაციის გაძლიერებას და მმართველობითი კულტურის განვითარებას. ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.