აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაო შეხვედრა ბნსუ–ში

2018 წლის 22 სექტემბერს გაიმართა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი სასწავლო წლისათვის მზადებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და საორგანიზაციო საკითხები; ბნსუ-ს ლოგისტიკისა და საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტების დეკანებმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - კანცლერმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა პასუხი გასცეს ბნსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის მიერ დასმულ შეკითხვებს. ბნსუ-ს კანცლერმა ლალი ხვედელიძემ წარუდგინა პერსონალს იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელიც 2018 წლის ზაფხულში ჩატარდა ბნსუ-ში 2018-19 სასწავლო წელს საგანმანათლებლო პროცესების ეფექტური წარმართვის მიზნით. პერსონალმა დადებითი შეფასება მისცა ბნსუ-ს ადმინისტრაციის მიერ 2018-19 სასწავლო წლის დაწყებისათვის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს.
