სიახლეები უკან

აკადემიური პერსონალის შიდა ტრეინინგი

5 სექტემბერი 2018

g_sh_bnsu_2018.jpg

2018 წლის 4 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიური პერსონალის შიდა ტრეინინგი. ტრეინინგის ფარგლებში, განხილულ იქნა ბნსუ-ს რეაკრედიტაციისა და რეავტორიზაციის პროცესისათვის მზადების აქტუალური საკითხები და შესაბამისი დოკუმენტაცია. ტრეინიგის მედიატორებმა - ბნსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - კანცლერმა ლალი ხვედელიძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნათია მიქელთაძემ პასუხი გასცეს აკადემიური პირების მიერ დასმულ შეკითხვებს. ტრეინინგის მეორე ნაწილში განიხლულ იქნა ავტორიზაციის თვითშეფასების კითხვარში გამოკვეთილი გასაუმჯობესებელი მხარეები და უნივერსიტეტის მუშაობის ეფექტანობის ამაღლების გზები.