აკადემიური წერისა და ციტირების პრაქტიკის ტრენინგი სტუდენტებისთვის
2026 წლის 26 მარტს, ბნუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდა აკადემიური წერისა და ციტირების პრაქტიკის ტრენინგი, რომელსაც უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, თათია ცეცხლაძე უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა აკადემიური ტექსტის სწორად სტრუქტურირებისა და სანდო წყაროების გამოყენების შესახებ.
ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციტირების სტანდარტებსა და პლაგიატის თავიდან აცილების მნიშვნელობას, რაც თანამედროვე აკადემიურ სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მონაწილეებმა ასევე იმუშავეს კონკრეტულ მაგალითებზე, რაც მათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში დაეხმარება.
აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სტუდენტების აკადემიური უნარების განვითარებისთვის, რადგან სწორი წერითი და ციტირების კულტურა არა მხოლოდ ხარისხიანი განათლების საფუძველია, არამედ სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობაში წარმატების წინაპირობაც.
