ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები ბნუ-ს სტუდენტებს შეხვდნენ
2026 წლის 8 აპრილს, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა ბნუ-ს სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ცენტრის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების შესახებ. ახალგაზრდები გაეცნენ მათთვის არსებულ შესაძლებლობებს, მონაწილეობის პირობებსა და იმ ინიციატივებს, რომლებიც პიროვნულ, საგანმანათლებლო და პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის შესახებ.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების ინფორმირებულობის ამაღლებაში, მათი სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებასა და საზოგადოებრივ თუ საგანმანათლებლო პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაში.
