სიახლეები უკან

ახალი სასწავლო წელი ბნსუ-ში

16 სექტემბერი 2013

დღეს, 2013 წლის 16 სექტემბერს, დაიწყო ახალი სასწავლო წელი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საზეიმო მისლამება გამართა პირველკურსელთათვის. ახლადჩარიცხულებს მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა. 
ვიმედოვნებთ, რომ ეს წელი მრავალი მიღწევისა და დიდი წინსვლის მომტანი იქნება ჩვენი დაწესებულებისთვის.