აქტივობა ბნსუ-ში
23 აპრილი 2019
"აჩუქე წიგნი"- კამპანიას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი შეურთდა. ღონისძიება საგანმანათლებლო დაწესებულების თავისუფალ სივრცეში გაიმართა.
სტუდენტებმა ისაუბრეს წიგნის გამოცემის ისტორიაზე, წაიკითხეს საკუთარი შემოქმედება და შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
ლიტერატურულ საღამოს 20-მდე ახალგაზრდა დაესწრო. გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებს წიგნები გადაეცათ.
კამპანია "აჩუქე წიგნი" ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წამოიწყო.

