,,არგონავტების ნაკვალევზე’’
2015 წლის 20 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება1988 წელს ტიმ სევერინის ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციის ,,არგონავტების ნაკვალევზე“ წევრის, საქართველოს არგონავტების გუნდის კაპიტანის ბატონი ვლადიმერ ბერაიას შეხვედრა ბნსუ-ს სტუდენტებთან და საჯარო ლექცია თემაზე ,,ეპოქალური ექსპედიცია“. ბატონი ვლადიმერ ბერაია მოუყვება სტუდენტებს 1988 წლის ლეგენდარული ექსპედიციის, მისი მზადებისა და მსვლელობის დეტალების შესახებ; აგრეთვე ტიმ სევერინისა და მისი გუნდის 2014 წლის საქართველოში ვიზიტის შესახებ, რომელიც ექსპედიციის 30-ე წლისთავის აღნიშვნას მიეძღვნა. ლექციაზე დასწრება შუძლია ნებისმიერ მსურველს.
