ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაცია ბნუ-ში
2025 წლის 21 ოქტომბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი იბრაჰიმ აიდინი, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი ჰაკან გიულთეკინი და დოქტ. ალი ქესკინი.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ბნუ-ს რექტორთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთან.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების, საერთო კვლევითი პროექტების და აკადემიური თანამშრომლობის მიმართულებები.
შეხვედრის დასასრულს, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.
