სიახლეები უკან

ასისტენტ-პროფესორის საჯარო ლექცია

30 ოქტომბერი 2019

esssssss.jpg

“საზღვაო გადაზიდვების წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში"-საჯარო ლექცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. მოხსენება ასისტენტ-პროფესორმა გიორგი გაბედავამ წარადგინა.

გიორგი გაბედავამ ისაუბრა მდგრადი განვითარების 17  მიზანსა და ამოცანებზე ,ასევე მათ შორის არსებულ განსხვავებებზე. ასისტენტ-პროფესორმა განიხილა საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების როლი მდგრადი განვითარების მიღწევაში.

შეხვედრაზე ითქვა, რომ გადაზიდული ტვირთების 90% ტრანსპორტირებულია საზღვაო ტრანსპორტით და ეს არის მთავარი ელემენტი მდგრადი ეკონომიკის განვითარებისთვის.

საჯარო ლექციები ბათუმის ნავიგაციის  სასწავლო უნივერსიტეტში სამომავლოდაც გაიმართება.