ასისტენტ-პროფესორის საჯარო ლექცია
30 ოქტომბერი 2019
“საზღვაო გადაზიდვების წლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში"-საჯარო ლექცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. მოხსენება ასისტენტ-პროფესორმა გიორგი გაბედავამ წარადგინა. გიორგი გაბედავამ ისაუბრა მდგრადი განვითარების 17 მიზანსა და ამოცანებზე, ასევე მათ შორის არსებულ განსხვავებებზე. ასისტენტ-პროფესორმა განიხილა საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების როლი მდგრადი განვითარების მიღწევაში. შეხვედრაზე ითქვა, რომ გადაზიდული ტვირთების 90% ტრანსპორტირებულია საზღვაო ტრანსპორტით და ეს არის მთავარი ელემენტი მდგრადი ეკონომიკის განვითარებისთვის.საჯარო ლექციები ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სამომავლოდაც გაიმართება.
