ასისტენტ-პროფესორის საჯარო ლექცია

“საზღვაო გადაზიდვების წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში" საჯარო ლექცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. მოხსენება ასისტენტ-პროფესორმა გიორგიგაბედავამწარადგინა. გიორგი გაბედავამ ისაუბრა მდგრადი განვითარების 17 მიზანსა და ამოცანებზე, ასევე მათ შორის არსებულ განსხვავებებზე. ასისტენტ-პროფესორმა განიხილა საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების როლი მდგრადი განვითარების მიღწევაში. შეხვედრაზე ითქვა, რომ გადაზიდული ტვირთების 90% ტრანსპორტირებულია საზღვაო ტრანსპორტით და ეს არის მთავარი ელემენტი მდგრადი ეკონომიკის განვითარებისთვის. საჯარო ლექციები ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სამომავლოდაც გაიმართება.
