ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა

2018 წლის 27 დეკემბერს , საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა. ასოციაციის მმართველმა საბჭომ სხდომაზე განიხილა "საქართველოს აკადემიურ სივრცეში სამეცნიერო საქმიანობისა და კვლევების მიმართულებით არსებული მდგომარეობა". მმართველი საბჭოს სხდომას დაესწრო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე.ზვიად გაბისონიამ და გიორგი ვაშაკიძემ თანადგომა გამოუცხადეს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მმართველმა საბჭომ ასოციაციის შემადგენლობაში მიიღო: ახალი ქართული უნივერსიტეტი - ევროპის უნივერსიტეტი. ასევე გადაწყდა , რომ ასოციაციის შემადგენლობას შემოუერთდეს უკრაინის ორი უნივერსიტეტი: ჰეტმანის სახელობის ეკონომიკური უნივერსიტეტი უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის იურიდიული უნივერსიტეტი. ასოციაციის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოიცემა საერთაშორისო ინგლისურენოვანი სამეცნიერო აკადემიური კრებული R&D ( Research & Development).დღევანდელ სხდომაზე ასევე აირჩიეს მმართველი საბჭოს ახალი წევრები - ანა დოლიძე, თამარ ზარგინავა, სოფო სუხიშვილი და ლევან გვარიშვილი.

