სიახლეები უკან

აუდიტი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში 10-11.02.2020

12 თებერვალი 2020

 gjkopiubv.jpg

მიმდინარე წლის 10-11 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში აუდიტი ჩაატარა არაბეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტრანსპორტის აკადემიის პროფესორმა, საზღვაოსნო მეცნიერებების ინსტიტუტის დეკანის მოადგილემ კაპიტანმა მაჰმუდ ელსეიდ ელ ბავაბმა.

აუდიტის ფარგლებში კაპიტანი მაჰმუდ ელსეიდ ელ ბავაბი შეხვდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებს, შეამოწმა ბნსუ-ს ტექნიკურ-მატერიალური ბაზა, უნივერსიტეტის საკანონმდებლო ბაზა. ასევე, ინტერვიუ ჩაატარა ბნსუს ადმინსტრაციულ / აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებთან, ბნსუ-ს თვითმართველობის თავმჯდომარესთან და კურსდამთავრებულებთან.

აუდიტის მიზანია ბნუ-ს გაწევრიანება საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციაში (IAMU), რომელიც 1999 წლის ნოემბერში 7 უნივერსიტეტის მიერ შეიქმნა. დღეის მდგომარეობით, ის მსოფლიოს 65 საზღვაო საგანმანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს. IAMU მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც დიდ როლს ასრულებს მსოფლიო ბაზარზე საზღვაო უნივერსიტეტებისა და დარგის პროფესიონალთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და იდეების გაცვლაში.

ღონისძება ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.