ავსტრიელი პარტნიორის ვიზიტი ბნსუ-ში
18 მაისი 2023
023 წლის 16 – 20 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობს ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მენეჯმენტის ინსტიტუტის (ვენა, ავსტრია) ხელმძღვანელი - პროფესორი სებასტიან კუმერი.
პროფესორმა შეხვედრა გამართა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან - კანცლერთან ლალი ხვედელიძესთან და რექტორის პირველ მოადგილესთან გელა გვარიშვილთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარებმაა თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ლექციებს უტარებს ბნსუ-ს სტუდენტებს. ლექციების ციკლის მთავარი თემაა მდგრადობა ტრანსპორტსა და ლოჯისტიკაში, საერთაშორისო ტრანსპორტი და ლოგისტიკის მენეჯმენტი.
ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
