აზიის საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების 22-ე საერთაშორისო ფორუმს (AMFUF)
17 ნოემბერი 2024
2024 წლის 13-15 ნოემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა (ბნსუ) აზიის საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების 22-ე საერთაშორისო ფორუმს (AMFUF) უმასპინძლა.აღნიშნული ფორუმი, რომელიც აზიის წამყვან საზღვაო საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუტებს აერთიანებს, საქართველოში პირველად გაიმართა.
"მომავლის ნავიგაცია: მდგრადი მეთევზეობა, საზღვაო განათლება და წვრთნა გემების ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში" წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა იყო
გახსნის ცერემონიაზე, ფორუმის დამსწრეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი მიესალმნენ. ფორუმში კორეის, ჩინეთის, ინდონეზიის, მალაიზიის, ფილიპინების და სხვა წამყვანი საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
AMFUF-ის მიზანია საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი მულტიდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა საზღვაო განათლებისა და მართვის სფეროებში.
ფორუმზე განხილული ძირითადი მიმართულებები იყო:
- MET ინსტრუქტორების მომზადების კურსის დიზაინი და საერთაშორისო ნაოსნობის წვრთნის პროგრამების ანალიზი
- მდგრადი განვითარება და მწვანე ტექნოლოგიები საზღვაო ინდუსტრიაში
- კულტურათაშორისი კომუნიკაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები
