ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი IAMU-ს (საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის) წევრია 7.05.2020

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი IAMU-ს (საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის) წევრია.
IAMU -საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია- მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც დიდ როლს ასრულებს მსოფლიო ბაზარზე საზღვაო უნივერსიტეტებისა და დარგის პროფესიონალთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და იდეების გაცვლაში.
2020 წლის აპრილში ჩატარდა ასოციაციის საერთაშორისო ბორდის მეთერთმტე სხდომა, სადაც განიხილეს ბნსუ-საუდიტის შედეგები და მიიღეს დადებითი გადაწყვეტილება.
მანამდე კი, 2020 წლის 10-11 თებერვალს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აუდიტი ჩაატარა არაბეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტრანსპორტის აკადემიის პროფესორმა, საზღვაო მეცნიერებების ინსტიტუტის დეკანის მოადგილემ კაპიტანმა მაჰმუდ ელსეიდ ელ ბავაბმა. აუდიტის ფარგლებში კაპიტანი მაჰმუდ ელსეიდ ელ ბავაბი შეხვდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებს, შეამოწმა ბნსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, უნივერსიტეტის საკანონმდებლო ბაზა, ინტერვიუ ჩაატარა ბნსუ-ს ადმინსტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებთან, ბნსუ-ს თვითმართველობის თავმჯდომარესთან და კურსდამთავრებულებთან.
