ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საანგარიშო შეხვედრა უნივერსიტეტის პარტნიორ დამსაქმებელ კომპანიებთან 10.07.2021
10 ივლისი 2021

2021 წლის 10 ივლისს გაიმართა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საანგარიშო შეხვედრა უნივერსიტეტის პარტნიორ დამსაქმებელ კომპანიებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრუინგო და ლოგისტიკური კომპანიების, აჭარის დასაქმების სააგენტოს, აჭარის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
ბნსუ-მ შეხვედრაზე წარმოადგინა ინფორმაცია უნივერსიტეტის ახალი უცხოელი პარტნიორობისა და დაგეგემილი პროექტების შესახებ, პრაქტიკისა და დასაქმების სამსახურის კვლევა ბნსუ-ს კარიერული დაგეგმარების სტრატეგიის შესახებ;
ასევე, დამსაქმებელთა მოსაზრებების გაზიარების მიზნით, წარდგენილ იქნა ინფორმაცია უნივერსიტეტში ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ,,ადამიანური რესურსების მართვა“ შემუშავების პროცესის შესახებ.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, ბნსუ-მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ორ ახალ პარტნიორთან - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკთან და კომპანია ,,Smit Lomnalco”-ს საქართველოს წარმომადგენლობასთან ,,Lomnalco Georgia LTD”, რომელიც, მოლაპარაკებისამებრ, უზრუნველყოფს ბნსუ-ს სტუდენტებს საოკეანო პრაქტიკით.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის პარტნიორ დამსაქმებლებს წლების მანძილზე თანადგომისა და ბნსუ-ს ძირითად საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის.