სიახლეები უკან

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 შესაბამისობის სერტიფიკატი და საერთაშორისო სასერტიფიკაციო ქსელის (IQNet) სერტიფიკატი მიიღო. 02.09.2020

2 სექტემბერი 2020

t

118766184_3849389371738288_1424180094488597065_o.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 შესაბამისობის სერტიფიკატი და საერთაშორისო სასერტიფიკაციო ქსელის (IQNet) სერტიფიკატი მიიღო.

დოკუმენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დააწესებულებას შპს "რუსული რეგისტრი-ვესტჯორჯიას" დირექტორმა თამაზ თურმანიძემ დღეს,2020 წლის 2 სექტემბერს გადასცა.

შეხვედრას ბნსუ-ს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი დაესწრო.

ბნსუ-ში შპს ,,რუსული რეგისტრი-ვესტჯორჯიას” აუდიტორების მიერ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის რესერტიფიკაციის აუდიტი 2020 წლის 20-21 თებერვალს ჩატარდა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის მართვის სისტემამ მიიღო მაღალი შეფასება, რის საფუძველზეც გაიცემა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისობის სერტიფიკატი.