სიახლეები უკან

ბიბლუსის ტურნე ბათუმში

20 ივლისი 2024

2024 წლის 18 ივლისს, ლიტერატურული ტურნეს ,,ილიას ევროპა და საქართველო" ფარგლებში, ბათუმში, ბიბლუსში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბნსუ-ს სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები დაესწრნენ. ტურნეს ორგანიზებას უწევს წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება.

შეხვედრას უძღვებოდნენ თანამედროვე ქართველი მწერლები, გიორგი კეკელიძე და თამთა დოლენჯაშვილი.  ავტორებმა მოკლედ მიმოიხილეს  საქართველოს ისტორიისა  და ლიტერატურის მნიშვნელოვანი საკითხები.

შეხვედრის ფარგლებში ახალი წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.