სიახლეები უკან

ბნსუ ევრაზიის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრი გახდა

8 თებერვალი 2023

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 2023 წლის თებერვლის თვიდან ევრაზიის უნივერსიტეტების ასოციაციის (EURAS) წევრი გახდა.

 

ევრაზიის უნივერსიტეტების ასოციაცია არის ერთ - ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანება,  რომელიც მიზნად ისახავს განათლების სტანდარტების განვითარებას ევროპისა და აზიის რეგიონებში.

 

ასოციაცია აერთიანებს 110 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და ქმნის პლატფორმას თანამშრომლობისთვის, საუკეთესო სასწავლო პრაქტიკის ურთიერთგაცვლისა და ინოვაციური საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებისთვის.

 

ასოციაციის წევრობა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთოს ასოციაციის მიერ დაგეგმილ შემდეგ პროექტებში:

ერთობლივი პროექტები ევროკავშირისა და გაეროს საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში;

უმაღლესი განათლების სამიტი EURAS-ის წევრი უნივერსიტეტებისთვის;

ერთობლივი კვლევები;

გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის;

საერთაშორისო კონფერენციები და სემინარები;

საზაფხულო სკოლები და სტაჟირების პროგრამები;

სასერტიფიკატო პროგრამები EURAS-ის წევრებისთვის.