სიახლეები უკან

ბნსუ პროფესიული განათლების სპორტულ ფესტივალზე

13 ივნისი 2025

2025 წლის 10-11 ივნისს, ბნსუ-ს პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიული განათლების სპორტულ ფესტივალში.

ფესტივალის დასავლეთ ლიგის ფინალური შეხვედრები ბათუმში გაიმართა. ბნსუ-ს პროფესიული სტუდენტების გუნდმა „ნავიგაცია“ მინი ფეხბურთის მატჩებში იასპარეზა.   

ფესტივალი პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებითა და სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის  კოლეჯისა  და კოლეჯი „მოდუსის“ ორგანიზებით ჩატარდა.