ბნსუ-ს 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა
12 თებერვალი 2025
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა.აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ დღეს მიიღო.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის მაღალ აკადემიურ სტანდარტებს და გვაძლევს საშუალებას, რომ სტუდენტებს უწყვეტად შევთავაზოთ ხარისხიანი განათლება.
ვულოცავთ უნივერსიტეტის პერსონალსა და სტუდენტებს, რომელთა შრომითა და ერთობლივი ძალისხმევით, ამ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ.
