ბნსუ-ს IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
24 ივნისი 2018

2018 წლის 24 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმში, სატუმრო ,,შერატონ-ბათუმში" გაიმართა IV სართაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". კონფერენციაში დასწრებული მონაწილეობა მიიღო 5 ქვეყნის 68 მეცნიერმა, ხოლო დაუსწრებელი მონაწილეობა - 7 ქვეყნის 104-მა მეცნიერმა. კონფერენციას ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორი, სხვა ოფიციალური პირები.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე.

