ბნსუ-ს აკადემიური პერსონალი საერთაშორისო ონლაინ-კონფერენციაზე 20.06.2020

2020 წლის 20 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის უმაღლესი
საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ-კონფერენციაში ,,Importance of Foreign Languages in Different Profession”.
პროფესორებმა ნათია მიქელთაძემ და გიორგი გაბედავამ გააკეთეს მოხსენება თემაზე „The Importance of Adequate Translation of English Language Economic Terms Into Successful Business Communication“, უპასუხეს კოლეგების კითხვებს, გამოეხმაურნენ რეპლიკებს.
ონლაინ-კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, მოლდოვის, რუმინეთის, ინდოეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

