ბნსუ-ს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საყურადღებოდ! 21.01.2021
21 იანვარი 2021


ბნსუ-ს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (IAMU) ყოველწლიური გენერალური ასამბლეა გაიმართება 2021 წლის 26-28 ოქტომბერს, ქალაქი ალექსანდრია, ეგვიპტე.

ასამბლეის ფარგლებში გაიმართება ღონისძიება აკადემიური პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის.

აკადემიური პერსონალისთვის სამუშაო თემაა: „Innovation and Sustainability of Maritime Industry in the Scope of Blue Economy and Green Concept“.

აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა 15 თებერვალი, 2021 წელი.

სტუდენტებისთვის სამუშაო თემაა: „Challenges of New Technology and IT Applications in International Maritime Industry“.

აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა 15 მარტი, 2021 წელი.

დაინტერესებისა და კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელ-ფოსტაზე:
international@bntu.edu.ge