ბნსუ-ს ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ! 08.02.2021
8 თებერვალი 2021

გაცნობებთ, რომ ანკარის უნივერსიტეტის (თურქეთი) სამართლის პრაქტიკისა და კვლევის ცენტრი ინგლისურენოვნი მაგისტრატურის პროგრამაზე აცხადებს კონკურსს უცხოელი სტუდდენტებისთვის.

პროგრამა ითვალისწინებს მომიჯნავე ქვემოთ ჩამოთვლილი სფეროების სწავლებას:

საერთაშორისო საზღვაო სამართალი;

საზღვაო - საავაჭრო სამართალი;

საზღვაო უსაფრთხეობის სამართალი;

სწავლის პერიოდი 2021-2022 სასწავლო წელი. იგი დაიწყება 2021 წლის სექტეემბერში და დასრულდება 2022 წლის ივნისის თვეში.

სასწავლო სტიპენდია მოიცავს:

უნივერსიტეტსა და პროგრამაზე ჩარიცხვას;

ყოველთვიურ სტიპენდიას მაგისტრატურის სტუდენტისთვის - 1100 თურქული ლირა;

ერთჯერადი უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

სწავლის გადასახადის დაფარვა;

ჯამრთელობის დაზღვევა;

განთავსება;

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებული პირი უნდა დარეგისტრირდეს 2021 წლის 10 იანვრიდან - 20 თებერვლამდე პერიოდში.

დამატებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს ელ-ფოსტაზე:
international@bntu.edu.ge