სიახლეები უკან

ბნსუ-ს ფეხბურთელთა მორიგი გამარჯვება

8 დეკემბერი 2012

2012 წლის 8 დეკემბერს, სენაკში გაიმართა სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის, ევროპის თასების თასის მფლობელისა და თბილისის დინამოს ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშება. საქართველოს ახალგაზრდულ გუნდებს შორის, გათამაშებაში ბნსუ-ს საფეხბურთო გუნდიც მონაწილეობდა, რომელმაც ყველა მეტოქე დაამარცხა და ვიტალი დარასელიას სახელობის თასი მოიპოვა. ვულოცავთ ბნსუ-ს ფეხბურთის მოყვარულთა კლუბსა და საფეხბურთო გუნდს ამ ღირშესანიშნავ წარმატებას!