სიახლეები უკან

ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სტუდენტებს შეხვდა

6 მაისი 2025

2025 წლის 5-6 მაისს, ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.

შეხვედრების მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის სტრუქტურის, მარეგულირებელი დოკუმენტებისა და ბოლო პერიოდში განხორციელებული შიდა კვლევების შედეგების გაცნობა.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა დეტალურად წარმოადგინეს ინფორმაცია უნივერსიტეტის მმართველობითი სტრუქტურის, ადმინისტრაციული და აკადემიური ერთეულების ფუნქციების შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ბნსუ-ში ჩატარებული სტუდენტური კმაყოფილების, სწავლების ხარისხისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების კვლევების შედეგების გაცნობას.

აღნიშნული შეხვედრა ხელს უწყობს უნივერსიტეტში გამჭვირვალობის, ჩართულობისა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს გაძლიერებას, რაც ბნსუ-ს ხარისხის კულტურის ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტია.