ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საანგარიშო შეხვედრა პერსონალთან
21 მარტი 2019

ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა საანგარიშო შეხვედრა გამართეს პერსონალთან. წარმოდგენილ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის მენეჯმენტის სისტემის 2018 წლის მენეჯმენტ-რევიუ, განხილულ იქნა უნივერსიტეტის ხარისხის პოლიტიკის საკითხები, შეფასება მიეცა ხარისხის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ამჟამად არსებულ დონეს.

