ბნსუ-ს ლოგისტიკის ფაკულტეტის პროგრამების საჯარო განხილვა

2018 წლის 24 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის საწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ლოგისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,, გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის“ და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,სატრასპორტო ლოგისტიკის“ საჯარო განხილვა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს როგორც დამსაქმებლებმა, ისე პარტნიორმა ორგანიზაციებმა, პროგრამის კურსდამთავრებულებმა, განმახორცილებელებმა და საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა.
ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა წარადგინა პრეზენტაცია მოდიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, გააცნო დამსწრეთ სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგები, ისაუბრა განახლებული პროგრამების სტრუქტურასა და შინაარსობრივ ნიუანსებზე. დამსაქმებლებმა და პარტნიორებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები პროგრამებან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებმა შეავსეს პროგრამის შეფასების კითხვარები. შეხვედრის შედეგები აისახება ბნსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების პროცესში.

