ბნსუ-ს პირველი უცხოელი კურსდამთავრებული
ბნსუ-ს ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის "საზღვაო ნავიგაცია" პირველმა უცხოელმა სტუდენტმა სწავლა წარმატებით დაასრულა.
ეს მოვლენა უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულად ინგლისურ ენაზე ხორციელდება და მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური საზღვაო სპეციალისტების მომზადებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
აღნიშნული პროგრამა ამზადებს მომავალ მეზღვაურებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს საზღვაო განათლების სისტემის საერთაშორისო აღიარებაში.
კურსდამთავრებულმა ტრადიციული საუნივერსიტეტო მანტია მოირგო, რაც სიმბოლურად აღნიშნავს მის გადასვლას სტუდენტობიდან პროფესიულ კარიერაზე საზღვაო სფეროში.
